პროკრატურამ რუბიალესის დაკავების ორდერი გასცა
ესპანური MARCA სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ესპანეთის პროკურატურამ RFEF-ში სავარაუდო დარღვევების გამო ლუის რუბიალესის დაკავების ორდერი გასცა.
ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად ესპანეთში არ იმყოფება. წყაროს ცნობით, რუბიალესი ამჟამად დომინიკის რესპუბლიკაშია. აღნიშნულ ქვეყნებს ერთმანეთთან ექსტრადიციის ხელშეკრულება არ გააჩნიათ. პროკურატურას იმედი აქვს, რომ RFEF-ის ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნდება.
საქმე ესპანეთის სუპერ თასის საუდის არაბეთში გამართვის საკითხს ეხება. უფრო კონკრეტულად კი რუბიალესს კორუფციულ და უსამართლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას ედავებიან. საქმეში ფულის გათეთრების ფაქტებიც ფიქსირდება. გრანადაში კი ლუისის კერძო სახლიც გაჩხრიკეს.
ყოფილ პრეზიდენტს ამ დრომდე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ის ჟურნალისტ იზაბელ რაგაბოს ესაუბრა და უთხრა: „აბსოლუტურად გაკვირვებული ვარ ამ ყველაფრით. თვეების განმავლობაში დომინიკაში ვმუშაობ. გაუგებარია რა ხდება. მე აქ ოჯახთან ერთად აღდგომის გატარებას ვაპირებ.“
შეგახსენებთ, რომ ლუის რუბიალესი ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც ესპანეთის ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო დაჯილდოების ცერემონიის დროს ლუისმა ჯენიფერ ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა.