ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

ომალის მწვრთნელი: დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლა დაიმსახურა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის შონ ომალის მწვრთნელი ტიმ უელჩი თვლის, რომ საჩემპიონო ბრძოლას ამ მომენტისთვის მერაბ დვალიშვილი ყველაზე მეტად იმსახურებს.

ომალიმ ილია თოფურია გამოიწვია, მერაბმა კი ომალი. უელჩი თვლის, რომ ორივე ბრძოლა ძალიან საშიში და სანახაობრივი იქნება,

„ორივე ჩხუბი ძალიან საშიში და სანახაობრივი იქნება. შეგეშინდება ილიასთან, შეგეშლება რამე, მაშინ იმწამსვე უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდები ზურგზე დაგდებული. რაც შეეხება მერაბს, ის მოვა და მას არ შეეშინდება დისტანციის დაფარვის, დარტყმების.

ვფიქრობ, ორივე ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ შონის მომდევნო მეტოქე მერაბია. დვალიშვილი ამას იმსახურებს. მან ზედიზედ 10 ბრძოლა მოიგო UFC-ში. მასთან დაპირისპირება, ასეთი პრობლემისთვის მომზადება სახალისო პროცესი იქნება. თუ ჩვენ შევძლებთ მას დავარტყათ და ცხვირი გავუსწოროთ, თავს კარგად ვიგრძნობთ.

ვფიქრობ, მერაბი ისეთი ტიპის მებრძოლია, რომელსაც კვერცხები აქვს და მას შეუძლია თქვას: ჯანდაბაშიც წასულხარ, გამოდი, მე მოვდივარ, რაც არ უნდა მოხდეს, არ მაინტერესებს“.

მერაბის შემთხვევაში მთავარი საფრთხე მისი გულიდან და კარდიოსგან მოდის. ვნახოთ რას იზამს დვალიშვილი“.

- განაცხადა უელჩმა.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალიმ მერაბთან ბრძოლაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა სავარაუდო თარიღად 2025 წელი დაასახელა, რაც ბევრმა მისი მხრიდან მხდალ ქმედებად ჩათვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხალხის რაოდენობამ გააკვირვა | ილია რუსთავში სპორტული კომპლექსის გახსნას დაესწრო
ხალხის რაოდენობამ გააკვირვა | ილია რუსთავში სპორტული კომპლექსის გახსნას დაესწრო