ხვიჩა კვარაცხელია, ჯეკ გრილიში
Aa
Aa

სიტი გრილიშის გაყიდვას გეგმავს - შემცვლელად კვარა განიხილება

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Joe, HITC-ზე დაყრდნობით წერს, რომ „მანჩესტერ სიტი“ სეზონის ბოლოს ჯეკ გრილიშის გაყიდვას გეგმავს, თუ შესაბამის შეთავაზებას მიიღებენ. ინგლისელი გარემარბის შემცვლელად კი ხვიჩა კვარაცხელია სახელდება.

გრილიშმა „ქალაქელებთან“ 6-წლიანი კონტრაქტი 2021 წელს გააფორმა. მიმდინარე სეზონში კი ჯერემი დოკუსთან კონკურენციაში სათადარიგო მოთამაშედ იქცა.

წყაროს ცნობით, „სიტი“ შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის ემზადება. გრილიშს კი პროგრესის ნაცვლად რეგრესი აქვს, რაც კლუბის გეგმებში არ შედის.

„სიტი კვრაცხელიას მიმართ ინტერესს ადრეც იჩენდა და ეს შესაძლოა განახლდეს.

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი სეზონი შარშანდელივით შთამბეჭდავი არ არის, კვარას ამჟამად სერია A-ში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი. ქართველის მიმართ ინტერესი ლივერპულსა და ნიუკასლსაც აქვთ.

ESPN-ის ცნობით, ნაპოლი ქართველის სანაცვლოდ სავარაუდოდ 85 მილიონ ფუნტს მოითხოვს. მისმა აგენტმა განაცხადა, რომ ხვიჩას გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის“.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელისა და კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის თქმით, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მაისის ბოლოს განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლა ლიგაში საუკეთესო მეკარე“ | Superdeporte-ს სტატია მამარდაშვილზე
„ლა ლიგაში საუკეთესო მეკარე“ | Superdeporte-ს სტატია მამარდაშვილზე