დანი ალვეში
Aa
Aa

გირაო 1 მილიონი ევრო - ალვეში დროებით გაათავისუფლეს

გამოცემა Cope იტყობინება, რომ დანი ალვეში ციხიდან დროებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ყოფილმა ფეხბურთელმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და  ერთი მილიონი ევრო გადაიხადა, რის შემდეგაც ციხიდან დროებით გამოვიდა.

ალვეში ამტკიცებს, რომ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს და საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე საკუთარ სახლში იქნება.

გირაოს სხდომაზე დანიმ განაცხადა: „მე მჯერა სამართლიანობის. არსად გაქცევას არ ვაპირებ და ბოლომდე სასამართლოს განკარგულებაში ვიქნები.“

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშმა ბოლო 14 თვე გისოსებს მიღმა გაატარა. „ბარსელონას“ ყოფილ ვარსკვლავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ და სამხილები მის წინააღმდეგ მოქმედებს.

ბრალის დამტკიცების შემდეგ, სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ეს ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა.

ასევე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, „ბარსელონამ“ ალვეში ლეგენდების სიიდან ამოიღო, თუმცა მოგვიანებით ისევ დააბრუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები