ოთარ კიტეიშვილი, ვილი სანიოლი, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

„დაიწყებს თუ არა ჯაბა ძირითადში?“ | სანიოლმა კანკავაზე ისაუბრა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ლუქსემბურგთან ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა. ფრანგ სპეციალისტს შეკითხვა ეროვნულ გუნდში დაბრუნებულ ჯაბა კანკავაზეც დაუსვეს და დაინტერესდნენ, იქნება თუ არა ის ძირითად შემადგენლობაში.

„ჯაბასთან საუბარი გვქონდა. რატომ გადავწყვიტეთ გამოძახება? ის გუნდისთვის საჭირო ფიგურა იყო. მნიშვნელოვანი ფეხბურთელია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე გამოცდილი მოთამაშეებისთვის. იქნება თუ არა სასტარტოში? ერთადერთი, რაც შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, არის ის, რომ კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ იქნება. დანარჩენს ხვალ გავიგებთ".

სანიოლს თან ოთარ კიტეიშვილი ახლდა და ჯაბას დაბრუნებაზე მანაც ისაუბრა: „ჯაბას დაბრუნება განსაკუთრებულია ჩვენთვის, როგორც ფეხბურთელებისთვის. ჯაბა ყოველთვის იყო როგორც ფეხბურთელი და პიროვნება, მისაბაძი, თავისი სათამაშო ჟინითაც. ჯაბა მნიშვნელოვანი ძალაა და დარწმუნებული ვარ ამას ყველა ფეხბურთელი გრძნობს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ჩუმი ლიდერია, ჩვენს ნაკრებში ეგო არ არსებობს“ | სანიოლის ასისტენტი
„კვარა ჩუმი ლიდერია, ჩვენს ნაკრებში ეგო არ არსებობს“ | სანიოლის ასისტენტი