„ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის ბევრ რამეს შეცვლის“ - ანდრეი დემჩენკო
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მოქმედი ჩემპიონის, ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ „კრისტალსპორტთან“ ინტერვიუს დროს უახლოეს სანაკრებო შეხვედრებზე ისაუბრა და საქართველოს ნაკრებს წარმატება უსურვა.
რას ამბობს დემჩენკო:
საქართველოს ჩემპიონატის სხვა კლუბებიც უამრავ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს ზრდიან, რომელთაც უდიდესი პერსპექტივა აქვთ. ძალიან მინდა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს - ეს თქვენი ქვეყნისთვის ბევრ რამეს უკეთესობისკენ შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა 21 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდის მეტოქე საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება, ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.