რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ვასილიოს გორდეზიანი, ნიკოლოზ სიხარულაშვილი
Aa
Aa

U21 | საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ემზადება

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის გუნდი საწვრთნელ შეკრებას თურქეთის ქალაქ სტამბოლში გადის, სადაც მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში 22 მარტს ამხანაგურ მატჩს თურქეთის ახალგაზრდულ გუნდთან გამართავს.

ქართველმა ფეხბურთელებმა სტამბოლში მორიგი ვარჯიში ჩაატარეს. რამაზ სვანაძის გუნდს ტრავმების გამო გაბრიელ სიგუა, ლუკა ლაცაბიძე და ჯადული იობაშვილი ვერ ეხმარებიან. გიორგი მაისურაძეს და ნოდარ ლომინაძეს კი დისკვალიფიკაცია აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში გიბრალტარის ეროვნულ გუნდს ესტუმრება. საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში, ჩვენი ახალგაზრდული 10 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მესამე ადგილოსან შვედეთს 7 ქულა აქვს.

ვასილიოს გორდეზიანი და ნიკოლოზ სიხარულაშვილი:

U21 ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ნიკოლოზ სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“წნეხი დიდი იქნება“ - მამარდას და ქოჩორაშვილის კომენტარები
“წნეხი დიდი იქნება“ - მამარდას და ქოჩორაშვილის კომენტარები