პარიზის ოლიმპიადა | საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები ცნობილია
Aa
Aa

პარიზის ოლიმპიადა | საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები ცნობილია

შვეიცარიაში, პარიზის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირის წილისყრა გაიმართა. ოლიმპიადაზე 12 ნაკრები იასპარეზებს და ისინი 3 ჯგუფში გადანაწილდნენ. პარიზში თამაშის შანსი საქართველოს ეროვნულ გუნდსაც აქვს და ჩვენი პოტენციური მეტოქეების ვინაობა ცნობილი გახდა.

ოლიმპიადაზე გასვლის შემთხვევაში, საქართველო B ჯგუფში მოხვდება და გერმანიასთან, საფრანგეთთან და იაპონასთან გაარკვევს საუკეთესოს ვინაობას. A ჯგუფში ავსტრალია, კანადა, საბერძნეთის საკვალიფიკაციოს გამარჯვებული და ესპანეთის საკვალიფიკაციოს გამარჯვებული მოხვდნენ, C-ში - სერბეთი, სამხრეთ სუდანი, აშშ, პუერტო რიკოს საკვალიფიკაციოს გამარჯვებული.

ცნობისთვის, ოლიმპიადის საგზურისთვის ლატვიაში იბრძოლებს და საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს იქ ჩაატარებს. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის მეტოქეები ჯგუფში ლატვია და ფილიპინები არიან. აქედან ორი გუნდი გადის, ხოლო წარმატების შემთხვევაში, ქართველები კალათბურთელები ნახევარფინალში ბრაზილიის, მონტენეგროსა და კამერუნს შორის ერთ-ერთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას ჩატენვა და მოხსნები შეტევაში | ორლანდომ ჰორნეთსს შანსი არ დაუტოვა
გოგას ჩატენვა და მოხსნები შეტევაში | ორლანდომ ჰორნეთსს შანსი არ დაუტოვა