თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, ჟალგირისი
Aa
Aa

შენგელია საუკეთესო იყო - ვირტუს ბოლონია ჟალგირისთან მაინც დამარცხდა

ევროლიგის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონია“ „ჟალგირისს“ ესტუმრა და უშანსოდ 81:96 დამარცხდა.

მიუხედავად ასეთი მარცხისა, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. ქართველი კალათბურთელი, როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 29 წუთი და 11 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 19 ქულას, 3 მოხსნას და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მასზე უკეთესი სტატისტიკა კი არავის ჰქონია.

შენგელიამ მატჩის მიმდინარეობისას ოთხჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება, მაგრამ ერთხელ გამოუვიდა. 7-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და ზუსტი 5 აღმოჩნდა, ხოლო საჯარიმო ტყორცნები 6-დან 6 ჩააგდო.

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, იტალიურ გუნდს სატურნირო ცხრილში მცირე პრობლემები შეექმნა. „ვირტუს ბოლონიას“ „ოლიმპიაკოსმა“ გადაასწრო და პლეი-ოფის ზონიდან ამოვარდა, თუმცა მეშვიდე ადგილი პლეი-ოფის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს მაინც იძლევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაჯერებელი ნიკოლოზი - ბასილაშვილმა მურსიაში დე იონგს მოუგო
დამაჯერებელი ნიკოლოზი - ბასილაშვილმა მურსიაში დე იონგს მოუგო