ილია თოფურია
Aa
Aa

ეჭვი ეპარებათ, რომ ბილეთები გაიყიდება - თოფურია UFC-ის საქართველოში ჩატარებაზე

UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ La Gazzetta Georgia-სთან ინტერვიუში UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ლოჯისტიკურად ასეთი ღონისძიების საქართველოში ჩატარება რთულია. ასევე, ორგანიზაციაში დარწმუნებულნი არ არიან, რომ ბილეთები გაიყიდება.

ილია თოფურია: „ამ თემაზე პატარა გასაუბრები მქონია, მაგრამ ლოჯისტიკურად საქართველოში UFC-ის ღონისძიების ჩატარება ძალიან ძნელია. პირველი: ისეთი სტადიონები, რასაც UFC მოითხოვს, საქართველოში ფიზიკურად არ გვაქვს. მეორე: ბილეთებს თავისი ფასი აქვს, UFC-ში ეჭვი ეპარებათ, რომ საქართველოში ამდენ ბილეთს გაყიდიან. ბევრი ფაქტორია, მაგრამ თუ ასე გავაგრძელეთ... მერაბი ჩემპიონი გახდა, ჩემი ძმა აუცილებლად გახდება ჩემპიონი და კიდევ სხვა ბიჭები... შესაძლოა, ერთ დღეს UFC-ის ღონისძიება საქართველოში ჩავატაროთ’’.

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია თბილისში 18 მარტს ჩამოვიდა. მას აეროპორტში უამრავი ადამიანი დახვდა.

21 მარტს, ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველო - ლუქსემბურგის მატჩი „დინამო არენაზე'' 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის დაწყებამდე UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი „დინამო არენაზე'' საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები