შერმადინის ნული ქულა და მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე
საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „პერისტერის“ ესტუმრა და 82:90 დამარცხდა.
Caemos en Atenas
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) March 19, 2024
Pese a la derrota, pasamos como primeros de grupo a los 1/4 de final, tras los cuatros triunfos acumulados hasta la fecha (4/2)
???????? #VamosCanarias #LenovoTenerife pic.twitter.com/orqW0RevFi
თავდაპირველად გიორგი შერმადინი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და აღსანიშნავია, რომ მას საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო მიეცა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 12 წუთი და 40 წამი დაყო. გასაკვირია, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში, ვეტერანმა ცენტრმა ვერანაირი სტატისტიკა ვერ დააფიქსირა. მის ანგარიშზე 0 ქულა, 0 მოხსნა და 0 შედეგიანი გადაცემა იყო.
მიუხედავად ამ წაგებისა, „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან მაინც პირველი ადგილით გავიდა და უახლოეს მდევარს „პერისტერის“ 1 ქულით აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი ლიგა ენდესას 25-ე ტურის MVP გახდა. ეს კი მის კარიერაში მეოცედ მოხდა, რითიც შერმადინმა ისტორია დაწერა. გიორგიმ არვიდას საბონისისა და ლუ როს(19-19-ჯერ ჰქონდათ მოგებული) მიღწევა გააუმჯობესა და ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო 20-ჯერ დაისაკუთრა.