საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

„პორტუგალიასთან რევანში ძალიან გვინდოდა“ - ნინიაშვილის ინტერვიუ

საქართველოს ნაკრების მორაგბემ, დავით ნინიაშვილმა ცნობილ სარაგბო გამოცემა RugbyRAMA-სთან ინტერვიუს დროს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნების“ ტრიუმფზე და პორტუგალიასთან ფინალურ მატჩზე ისაუბრა.

დავით ნინიაშვილი:

ძალიან გახარებულები ვართ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიასთან ფრედ ვითამაშეთ, რეიტინგში კი მე-18 ადგილზე დავქვეითდით. ამ საღამოს შურისძიება ძალიან გვინდოდა და გამარჯვების შემდეგ გასახდელში ყველა უბედნიერესი იყო. ამ მატჩისთვის შეჯიბრის დაწყებამდე მოვემზადეთ. მხარდასაჭერად სტადიონზე ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარი მოვიდა, რაც ჩვენთვის დიდი მოტივაცია იყო.

ზედიზედ მე-7 ტრიუმფი, რა შეიცვალა ამჯერად:

უკანასკნელად პორტუგალიას მსოფლიო ჩემპიონატზე დავუპირისპირდით და მაშინ ფრედ ვითამაშეთ, რის გამოც ისეთივე ემოციები არ იყო, როგორც გასულ რაგბი ევროპის ჩემპიონატებზე. ამჯერად რევანში გვქონდა ასაღები და ანგარიშშიც დიდი სხვაობა იყო, ასევე ახალი მწვრთნელი გვყავს, ასე რომ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო.

ძალიან რთული და იმედგამაცრუებელი მსოფლიო თასი გამოგვივიდა. იმედი მაქვს, 2027 წელს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

რიჩარდ კოკერილის სათამაშო ფილოსოფია:

მასთან საქმეები საკმაოდ კარგად მიდის. სურს პირდაპირი და ფიზიკური თამაში, რაც საქართველოში გვიყვარს. რიჩარდმა პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გვითხრა, რომ უფრო ძლიერად მივწოლოდით და მეორე ტაიმში სივრცეები გამოჩნდებოდა. ასეც მოხდა, მატჩის ბოლოს მოედნის მესამე მეოთხედში სივრცეები გვქონდა. მისი მოსვლის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგან ლევან მაისაშვილსაც თითქმის მსგავსი ფილოსოფია ჰქონდა.

პარიზში თამაში საქართველოსთან ერთად:

ვიცოდით, რომ პარიზში, პორტუგალიის წინააღმდეგ ფინალის თამაში განსაკუთრებული იქნებოდა, რადგან გულშემატკივარი ყოველთვის მრავლადაა. ტოპ 14-ის მატჩების დროს ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც მოგზაურობენ, თამაშებზე დიდი რაოდენობით არ მოდიან. როდესაც საფრანგეთში, დედაქალაქში თამაშობ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართველი გულშემატკივრები მოდიან. მატჩის განმავლობაში ეს დიდ ენერგიას გვაძლევდა.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 36:10 დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეშვიდედ, ისტორიაში კი მეთექვსმეტედ მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიასთან ფრედ, 18:18 ითამაშეს. სამწუხაროდ, მსოფლიოს თასი ქართველმა მორაგბეებმა მოგების გარეშე დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიზანი შევასრულეთ, მაგრამ სამუშაო ბევრია“ - ბორჯღალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ
„მიზანი შევასრულეთ, მაგრამ სამუშაო ბევრია“ - ბორჯღალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ