ჩემპიონთა ლიგა, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

მოდრიჩი: როცა ლიგის ჰიმნი გვესმის, რაღაც ხდება და გარდავიქმნებით

ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის" წარმატებებზე ისაუბრა.

38 წლის ფეხბურთელმა ხორვატიის ნაკრებთან ერთად აბუ დაბიში სარეკლამო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე და „სამეფო კლუბზე“ ილაპარაკა.

„მადრიდის რეალს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ჩემპიონთა ლიგასთან, რის გამოც ის ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. მე 3 ლა ლიგის და 5 ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოვიგე, რაც წარმოუდგენელია.

როდესაც მადრიდის რეალში გადავედი, ვფიქრობდი, რომ ჩემპიონთა ლიგის 1 ან 2 ტიტულის მოგება შემეძლო. მაგრამ ახლა მე 5 მათგანი მაქვს! ეს მართლაც რაღაც გიჟური და უნიკალურია.

ბევრი სეზონია ლა ლიგაში კარგი გამოსვლები არ გვქონია, მაგრამ როცა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გვესმის, ფეხბურთელები იცვლებიან, რაღაც ხდება და ამ დროს გარდავიქმნებით უკეთესები ვხდებით და უკეთ ვთამაშობთ. ძნელი ასახსნელია, მაგრამ მოხარული ვართ, რომ ასეა. ჩვენი კავშირი ჩემპიონთა ლიგასთან ნებისმიერი სხვა კლუბის კავშირისგან განსხვავებულია.

რეალზე დიდი კლუბი არ არსებობს. ეს ტოპ კლუბია. დანარჩენი, თქვენ იცით, ერთი ნაბიჯით უკან არიან“,

- განაცხადა მოდრიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შენ უბრალოდ შავკანიანი ხარ“ - ჟესუსის აჩერბისთან ინციდენტს იხსენებს
„შენ უბრალოდ შავკანიანი ხარ“ - ჟესუსის აჩერბისთან ინციდენტს იხსენებს