„შენ უბრალოდ შავკანიანი ხარ“ - ჟესუსის აჩერბისთან ინციდენტს იხსენებს
„ინტერი“ „ნაპოლის“ მატჩის მსვლელობისას, ფრანჩესკო აჩერბიმ ნეაპოლელთა უკანახაზელს ჟუან ჟესუსს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგად იტალიელი ნაკრებიდან მოკვეთეს.
ჟესუსმა დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ აჩერბიმ ბოდიშის მოხდის შემდეგ, მეორე დღეს საპირისპიროს მტკიცება დაიწყო.
„ჩემთვის ეს საქმე გუშინ მოედანზე დასრულდა, როცა აჩერბიმ ბოდიში მომიხადა. გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვამჯობინებ ამ თემას დავუბრუნდე.
თუმცა დღეს წავიკითხე აჩერბის განცხადებები, რომლებიც ფაქტებსა და რეალობას სრულიად ეწინააღმდეგება, რაც მოედანზე თავად თქვა. ვიდეოშიც ჩანს ყველაფერი. ის პატიებას ითხოვდა.
რასიზმს დღეს, აქ და ახლა ებრძვიან.
აჩერბიმ მითხრა: „წადი, შავო. შენ უბრალოდ შავკანიანი ხარ“.
მსაჯის მიმართ ჩემი პროტესტის შემდეგ, მან აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და ბოდიში მომიხადა, შემდეგ ასევე დაამატა: „ჩემთვის, შავკანიანი ბიჭისთვის მიყენებული შეურაცხყოფა ისეთივეა, როგორც ნებისმიერი სხვისთვის“.
დღეს მან ამბავი შეცვალა და ამტკიცებს, რომ რასისტული შეურაცხყოფა არ ყოფილა. მე დასამატებელი არაფერი მაქვს“.
- წერს ჟესუსი სოციალურ ქსელში.
ამ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში ყველაფერს ნათელი მოეფინება.