„დაამარცხებს ომალი მერაბს?“ | ჩიტომ მანქანასა და ჩემპიონზე ისაუბრა
მარლონ „ჩიტო“ ვერა არიელ ჰელვანის გადაცემის, The Mma Hour-ის სტუმარი იყო. ცნობილმა ჟურნალისტმა ეკვადორელ მებრძოლს მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის პოტენციურ ბრძოლაზე ჰკითხა და დაინტერესდა, იგი ვის გამარჯვებას ვარაუდობს.
„დაამარცხებს თუ არა ომალი დვალიშვილს? არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ შონს შეუძლია, მერაბს ძლიერად მოარტყას და დვალიშვილი ნოკდაუნში თითქმის ყველა მეტოქეს გაუგზავნია. ნუ, ყველას არა, მაგრამ რამდენჯერმე ნამდვილად დაუნოკდაუნებიათ.
მერაბი ნოკდაუნში გაგზავნა მარლონ მორაესმა, რაც გასაგებია, რადგან იგი ძალიან ფეთქებადი მებრძოლია. იმავეს ვერ ვიტყვით ჰენრი სეხუდოზე, რომელიც ძლიერი დარტყმით არ გამოირჩევა, მაგრამ დვალიშვილი მაინც შეაბარბაცა. თუ სეხუდოს ამის გაკეთება შეუძლია, არავინ იცის, ომალი, რომელიც უზუსტესი მებრძოლია, რას იზამს“.
შეგახსენებთ, რომ „ჩიტომ“ ბოლო ბრძოლა შონ ომალის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. რამდენიმე დღის წინ, ომალიმ დვალიშვილთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა, მაგრამ მას „მარაბი“ უწოდა და არა მერაბი.