„ყველაფერს აკეთებს, რათა შანსი მიიღოს“ | გაგნიძის აგენტი კონკურენციაზე
ლუკა გაგნიძის აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. ლილუაშვილი „დინამო მოსკოვში“ შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გაგნიძე ყველაფერს აკეთებს, რათა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს.
„დინამოში სერიოზული და ღირსეული კონკურენციაა. გაგნიძე მოედნის ცენტრში თამაშობს, სადაც დინამოს ფომინი, ჩავესი და ლაქსალტი ჰყავს. ლუკა ცდილობს, დაამტკიცოს რა შეუძლია. ის ყველაფერს აკეთებს, რათა შანსი მიიღოს და გამოიყენოს“.
გაგნიძე 21 წლისაა და „დინამო მოსკოვთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 2 მილიონი ევროა და ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 12 შეხვედრაში აქვს მიღებული. ლუკამ 8-ჯერ ჩემპიონატში იასპარეზა, 4-ჯერ რუსეთის თასზე.
საინტერესოა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ლუკას მსურველი ჰყავდა და სავარაუდო გარიგების თაობაზე, წინადადებაც მიიღო. ეს ლილუაშვილმაც დაადასტურა, მაგრამ დასძინა, რომ ზაფხულამდე ცვლილებები არ იგეგმებოდა.