„მიზანი შევასრულეთ, მაგრამ სამუშაო ბევრია“ - ბორჯღალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ საქართველოში დღეს გამთენიას დაბრუნდა. „ბორჯღალოსნებს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა და კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ გააკეთეს.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიის ნაკრები დამაჯერებლად, 36:10 დაამარცხეს და ტურნირი ზედიზედ მეშვიდედ, ისტორიაში კი მეთექვსმეტედ მოიპოვეს.