ილია თოფურია
Aa
Aa

პრემიერ-მინისტრმა ილია თოფურიას უმასპინძლა

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია თბილისში 18 მარტს ჩამოვიდა. როგორც ცნობილი იყო, „ელ მატადორი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა და დღეს პრემიერთან შეხვედრაც შედგა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა.

ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.

UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს“.

- ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ ილია თოფურია „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს 20:45 საათზე წარადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა მერაბ“ | პაულო კოსტამ დვალიშვილის საჭმელი მოიპარა
„მადლობა მერაბ“ | პაულო კოსტამ დვალიშვილის საჭმელი მოიპარა