„მადლობა მერაბ“ | პაულო კოსტამ დვალიშვილის საჭმელი მოიპარა
პაულო კოსტა UFC-ის მებრძოლია, რომელიც საშუალო წონით დივიზიონში ასპარეზობს. ბრაზილიელს ბევრჯერ უთქვამს, რომ UFC Performance Institute-ში ყოფნისას მერაბ დვალიშვილის საჭმელს იპარავდა და „მანქანის“ გემოვნებაც შეუქია. კოსტა UFC Performance Institute-ს კიდევ ერთხელ ესტუმრა და გაგვიზიარა ვიდეო, რომელშიც ჩანს, დვალიშვილის საჭმელს როგორ იპარავს.
„UFC Performance Institute-ში ვიმყოფებით და ესაა ადგილი, სადაც სპორტსმენთა საჭმელები ინახება. მოდი, ვნახოთ, დღეს ვის საჭმელს ავიღებ. მერაბ დვალიშვილის საჭმელი მომწონს, საუკეთესო ვარიანტია. ქართული სამზარეულო ძალიან მაგარია. მერაბ, მადლობა. შენ წონის მომატება არ გჭირდება, მე მჭირდება“, - ამბობს კოსტა.
Of all these food that UFC Performance Institute provides , Merab food is my favorite so far ????. It’s kind of mix Georgian and Mexican food I think . ???? pic.twitter.com/99S71KRNeW
— Paulo Costa ( Borrachinha ) (@BorrachinhaMMA) March 18, 2024
ბრაზილიელის ვიდეოს „მანქანა“ გამოეხმაურა და „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში პაულოს მიმართა: „მშია! შენთვის და ჩემი საჭმლისთვის მოვდივარ!“
I am hangry !! I'm coming for you @BorrachinhaMMA AND my bag of food ???????????? https://t.co/BlfgVkJA7Z
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) March 19, 2024
ცნობისთვის, UFC Performance Institute-ი UFC-ის საკუთრებაში არსებული დაწესებულება, რომელიც მებრძოლებს წონასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ვარჯიშში ეხმარება, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და სპორტსმენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს.