ენტონი ედვარდსი, კოლინ სექსტონი, ლაური მარკანენი
Aa
Aa

ენტონი ედვარდსის სასწაული ჩატენვა | მინესოტამ იუტას მოიგო

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანმა, „მინესოტა ტიმბერვულვზმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. „მინესოტამ“ ამჯერად „იუტა ჯაზს“ სძლია და სტუმრად გამართულ შეხვედრაში 114:104 იმარჯვა.

„იუტამ“ კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 12 ქულით, 37:25 მოიგო, თუმცა, ყველა სხვა მეოთხედი დათმო და მიმდინარე რეგულარულში 39-ე მარცხი იწვნია. მატჩის მთავარი ჰაილაითი მესამე მეოთხედში ვიხილეთ. „მინესოტას“ სუპერვარსკვლავმა, ენტონი ედვარდსმა სასწაული ჩატენვა შემოგვთავაზა და ჯონ კოლინსს გადაატენა.

ედვარდსი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და მატჩი 32 ქულით, 7 მოხსნითა და 8 ასისტით დაასრულა. ნაზ რიდს 17 ქულა ჰქონდა, ნიკელ ალექსანდერ-უოკერმა 13 ქულა დააგროვა. „იუტას“ მხრიდან ყველაზე მეტი, 24 ქულა კოლინ სექსტონმა ჩააგდო. ლაური მარკანენმა ორმაგი დუბლი გააკეთა - 22 ქულა, 12 მოხსნა.

ცნობისთვის, „მინესოტას“ 47 მოგება და 21 წაგება აქვს და მომდევნო შეხვედრა 20 მარტს, „დენვერ ნაგეთსის“ წინააღმდეგ ელის. „იუტა“ 29 მოგებითა და 39 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ნაბიჯი გადადგეს | ვალენსიამ მამარდას შეძენა ესპანურ კლუბს შესთავაზა
პირველი ნაბიჯი გადადგეს | ვალენსიამ მამარდას შეძენა ესპანურ კლუბს შესთავაზა