ევერტონი, ნოტინგემ ფორესტი
Aa
Aa

ევერტონის შემდეგ ნოტინგემი - ქულები ფორესტსაც დააკლეს

ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევის გამო, ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელებმა „ნოტინგემს“ სატურნირო ცხრილში 4 ქულა დააკლეს. იმ თანხიდან გამომდინარე, რაც ბოლო სამ წელიწადში გამოიმუშავა, „ფორესტის“ ფინანსური დანახარჯი 105 მილიონ ფუნტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც ჩანს, ამ პირობის შესრულება ვერ მოხერხდა.

ზუსტად ანალოგიური ბრალდებით, იანვარში „ევერტონს“ 10 ქულა ჩამოაკლეს, თუმცა ლივერპულელებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და სასჯელი 6 ქულამდე შეიმცირეს. როგორც „ნოტინგემის“ ხელმძღვანელები აცხადებენ, აპელაციის შეტანას ისინიც აპირებენ და იმედი აქვთ, რომ ჩამორთმეული ქულები მთლიანად დაუბრუნდებათ.

 მიღებულმა ვერდიქტმა „ფორესტის“ სატურნირო მდგომარეობაზე ბუნებრივია ძალიან უარყოფითად იმოქმედა - ახლა ეს გუნდი, რომელიც ჩემპიონთა თასის 2-გზის მფლობელია, მეჩვიდმეტე ადგილამდე ჩამოქვეითდა და გასავარდნ ზონას მხოლოდ სამი ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევერტონის აპელაციამ შედეგი გამოიღო | ათის ნაცვლად ექვსი ქულა დააკლდათ
ევერტონის აპელაციამ შედეგი გამოიღო | ათის ნაცვლად ექვსი ქულა დააკლდათ