„თავის სიტყვას ბავშვობიდან ასრულებს“ - ემოციური კადრები თოფურიას დახვედრიდან
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში დაბრუნდა. „მატადორს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.
აეროპორტში კრისტალსპორტის გუნდი ილია თოფურიას ბაბუას, იუზა კერესელიძეს გაესაუბრა, რომელიც ემოციებს ვერ მალავდა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი 17 თებერვალს გახდა. „მატადორმა“ საჩემპიონო ბრძოლაში ლეგენდარული ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.