გურამ კაშია, ლევან შენგელია
Aa
Aa

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის წინააღმდეგ ითამაშებს.

დღეს, ვილი სანიოლის შეგირდებმა საგურამოში მდებარე „ლოკომოტოვის“ საფეხბურთო ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართეს. გთავაზობთ გურამ კაშიას და ლევან შენგელიას კომენტარს.

გურამ კაშია:

ლევან შენგელია:

ვარჯიში:

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის დაპირისპირება 21 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება. აღნიშნულ დაპირისპირებას დისკვალიფიკაციის გამო ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრების განაცხადი:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა) 

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოჭიდავეების 3 მედალი საერთაშორისო ტურნირზე
მოჭიდავეების 3 მედალი საერთაშორისო ტურნირზე