ლუჩანო სპალეტი, ჟუან ჟეზუსი, ფრანჩესკო აჩერბი
Aa
Aa

აჩერბი იტალიის ნაკრებიდან მოკვეთეს - რა მოხდა ინტერი-ნაპოლის მატჩის დროს

ფრანჩესკო აჩერბი იტალიის ნაკრებიდან დროებით მოკვეთეს. მიზეზი 36 წლის ფეხბურთელის საქციელია - „ინტერი“ – „ნაპოლის“ შეხვედრის დროს, აჩერბიმ „ნაპოლის“ ფეხბურთელს ჟუან ჟეზუსს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც თავად ფეხბურთელი, ასევე მილანის კლუბის ხელმძღვანელები ამ ყველაფერს უარყოფენ, თუმცა სანამ სადისციპლინო კომიტეტი მომხდარს საბოლოოდ არ გამოიძიებს, „სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ „ინტერის“ ცენტრალური მცველი სანაკრებო განაცხადიდან ამოიღო.

 „ინტერი“ – „ნაპოლის“ მატჩისას, აჩერბი და ჟეზუსი გამუდმებით კამათობდნენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პარტენოპეის ბრაზილიელმა ლეგიონერმა განაცხადა, რომ იტალიელმა მცველმა მას რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც „ნაპოლიმ“ ნერიაძურის მოთამაშის საქციელი ფედერაციის შესაბამის ორგანოში გაასაჩივრა.

 მარტის ბოლოს იტალიის ნაკრები აჩერბის გარეშე ეკვადორელებთან და ვენესუელელებთან გამართავს ამხანაგურ მატჩებს და თუ ვინ ჩაანაცვლებს აჩერბის, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ფრე ინტერთან - ხვიჩამ 91 წუთი ითამაშა
ნაპოლის ფრე ინტერთან - ხვიჩამ 91 წუთი ითამაშა