გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

პირველი ნაბიჯი გადადგეს | ვალენსიამ მამარდას შეძენა ესპანურ კლუბს შესთავაზა

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ევროპული კლუბების რადარებზე იმყოფება. „ღამურების“ პრეზიდენტს, პიტერ ლიმს მისი გასხვისება გადაწყვეტილი აქვს და მიზნის მისაღწევად პირველი ნაბიჯიც გადადგა.

ესპანელი ჟურნალისტის, რუბენ ურიას ინფორმაციით, ლიმმა „მამარდას“ შეძენა „ატლეტიკოს“ შესთავაზა, რომელიც ზაფხულში იან ობლაკის შემცვლელის დამატებას შეეცდება. უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ „ატლეტიკო“ ობლაკს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გაუშვებს და რამდენიმე ვარიანტზე ფიქრობს, რომელთა შორის, გიორგიცაა. ქართველი მეკარის გარდა, „ჩეს“ პირველი პირი კრისტიან მოსკერას გასხვისებითაცაა დაინტერესებული.

ურიას ცნობით, ლიმს იმედი აქვს, რომ მადრიდელები მოსკერასა და მამარდაშვილის სანაცვლოდ, ჯამში 65 მილიონ ევროს გადაიხდიან. აქედან 40 მილიონი „მამარდას“ ტრანსფერზე იქნება გათვალისწინებული, 25 - მოსკერაზე. ესპანურ პრესაში აღნიშნავენ, რომ „ატლეტიკო“ მსგავს გარიგებას იმ შემთხვევაში დახურავს, თუ რამდენიმე ფეხბურთელს შეელევა. ამ ეტაპზე, „როხიბლანკოს“ მამარდაშვილისა და მოსკერას შესაძენად საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვს.

ცნობისთვის, ესპანურ პრესაში იწერებოდა, რომ „ვალენსია“ მამარდაშვილის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ ევროს მოითხოვდა და გიორგის გადაბირებაზე „ნიუკასლი“ და „ტოტენჰემიც“ ფიქრობენ. ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, მამარდაშვილს მონაწილეობა 28 შეხვედრაში აქვს მიღებული და კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განაწყენებული იყო ერთი ფაქტის გამო“ | Marca-ს სტატია მამარდაშვილზე
„განაწყენებული იყო ერთი ფაქტის გამო“ | Marca-ს სტატია მამარდაშვილზე