გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„განაწყენებული იყო ერთი ფაქტის გამო“ | Marca-ს სტატია მამარდაშვილზე

Marca-მ „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა და „ვილიარეალისა“ და „ვალენსიას“ მატჩზე დაწერა, რომელიც „ღამურებმა 0:1 წააგეს. ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ ყურადღება გაამახვილა „მამარდას“ ჟესტზე, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ, კამერების ობიექტივში მოექცა.

„საფინალო სასტვენი და MVP ყურადღების ცენტრში. მარცხის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გახდა. კამერებმა მასზე გააკეთეს აქცენტი, ქართველი გოლკიპერი კი მინდორზე იჯდა და სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა. მამარდაშვილი განაწყენებული იყო ერთი ფაქტის გამო. იგი საუკეთესო გახდა, მაგრამ მისმა გუნდმა წააგო.

გიორგიმ ხელები სახეზე შემოიწყო და ფეხზე წამოდგომამდე, მინდვრის საფარს დაარტყა. იგი კმაყოფილი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაატარა. 6 გადამწყვეტი, ტოპ სეივი და აღებული დარტყმები, რომლებიც ლა კერამიკაზე მყოფ გულშემატკივრებს გოლები ეგონათ და იზეიმეს კიდეც.

მამარდაშვილი ვალენსიას ერთ-ერთი ბურჯია. მან ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აჩვენებს სტაბილურობას, რომელიც ღამურების კარში მრავალი წლის განმავლობაში არ არსებობდა“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, რუბენ ბარახას გუნდი 29 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 30 მარტს საკუთარ მოედანზე „მალიორკასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მის წინაშე ქედს ვიხრი - კარლსრუეს მწვრთნელმა ბუდუზე ისაუბრა
მის წინაშე ქედს ვიხრი - კარლსრუეს მწვრთნელმა ბუდუზე ისაუბრა