ფენერბაჰჩე, მიში ბატჩუაი
Aa
Aa

ქაოსი ტრაბზონში - ბაჩუაიმ ქომაგი კარატის ილეთით სცემა

თურქეთის სუპერლიგაში „ფენერბახჩემ’’ გასვლაზე „ტრაბზონს’’ დრამატულ შეხვედრაში, 87-ე წუთზე მიჩი ბაჩუაიას გამარჯვების გოლით მოუგო (2:3). მატჩის შემდეგ, როცა „ფენერბახჩეს'' ფეხბურთელები გამარჯვებას ზეიმობდნენ, „ტრაბზონის’’ ქომაგები მოედანზე შეიჭრნენ და „ფენერის’’ ფეხბურთელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საპასუხოდ, „ფენერის'' ფეხბურთელებმაც გამოავლინეს აგრესია და მინდორზე სრული ქაოსი შეიქმნა.

ბელგიელი მიჩი ბაჩუაია ცვლილებაზე 83-ე წუთზე გამოვიდა და 87-ე წუთზე 3 ქულის მომტანი გოლი შეაგდო, „ტრაბზონის'' ქომაგებთან დაპირისპირებისას კი კარატის ილეთი გამოიყენა. „ჩელსის'' ყოფილი შემტევის ქმედება ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

„ფენერბახჩეს'' ფეხბურთელებმა მინდორი და შემდეგ სტადიონი უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის დახმარებით დატოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები