ნიკოლა იოკიჩი, ლუკა დონჩიჩი, ჯამალ მიურეი, კაირი ირვინგი
Aa
Aa

კაირის საოცარი ორქულიანი | დალასმა დენვერი ბოლო წამებზე დაამარცხა

NBA-ის მოქმედი ჩემპიონის, „დენვერ ნაგეთსის“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია „დალას მავერიქსთან“ შეწყდა. „მავსმა“ საკუთარ კედლებში გამართული შეხვედრა მძიმე ბრძოლაში მოიგო და კაირი ირვინგის საოცარი ორქულიანით იმარჯვა.

საფინალო სირენამდე 27 წამით ადრე, ჯამალ მიურეიმ „დენვერი“ 3 ქულით დააწინაურა, რასაც ლუკა დონჩიჩმა უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა - 105:105. მომდევნო შეტევაში, მიურეიმ ორქულიანი გააფუჭა და „დალასმა“ ტაიმაუტი აიღო. „მავსს“ მოსაგებად მხოლოდ 2.8 წამი ჰქონდა, მაგრამ ირვინგმა მარცხენა ხელით, ურთულესი ბურთი ჩააგდო და „დალასს“ მოაგებინა - 107:105.

„დაუჯერებელი სროლა იყო. არ ვიცი, ხალხი ბოლომდე ხვდება თუ არა, კაირიმ რა რთული ბურთი ჩააგდო. თან ეს არადომინანტი ხელით გააკეთა. ეს ბიჭი განსაკუთრებულია“, - განაცხადა მატჩის შემდეგ დონჩიჩმა.

კაირიმ მატჩი 24 ქულით, 9 ასისტითა და 7 მოხსნით დაასრულა. ლუკას 37 ქულა, 10 მოხსნა და 3 ასისტი ჰქონდა. „დენვერის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 23 ქულა მიურეიმ ჩააგდო. მაიკლ პორტერ ჯუნიორმა 20 ქულა გააკეთა, ნიკოლა იოკიჩმა - 16 ქულა, 11 მოხსნა, 7 ასისტი.

ცნობისთვის, „დალასს“ 39 მოგება და 29 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-8 გახლავთ. „დენვერის“ ანგარიშზე 47 მოგება და 21 მარცხია და „ნაგეთსი“ მეორე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემეშინდა, რომ კვარას გამო მეორე ყვითელი არ მიეღო“ - ინძაგი ნაპოლისთან მატჩის შემდეგ
„შემეშინდა, რომ კვარას გამო მეორე ყვითელი არ მიეღო“ - ინძაგი ნაპოლისთან მატჩის შემდეგ