ხვიჩა კვარაცხელია, სიმონე ინძაგი
Aa
Aa

„შემეშინდა, რომ კვარას გამო მეორე ყვითელი არ მიეღო“ - ინძაგი ნაპოლისთან მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში, „ნაპოლისთან“ ფრის (1:1) შემდეგ „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა ინძაგიმ:

მიზნის მიღწევამდე კიდევ რამდენიმე რბოლა დაგვრჩა გასავლელი. თამაშის შედეგი გულშემატკივრებისთვის იმედგაცრუებაა, რადგან 70 წუთი საუკეთესოდ ვითამაშეთ, ბოლო 20 წუთში კი დაღლილობამ იჩინა თავი. ჩემი ბიჭები მშვენივრად გამოიყურებოდნენ. არ დაგვავიწყდეს, რომ იტალიის ჩემპიონებს ვეთამაშებოდით, რომლებსაც გამარჯვება სურდათ. ფრთხილად ვთამაშობდით და ზედიზედ მე-11 თამაშის მოგება გვსურდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გამოგვივიდა.

პავარი და ტურამი? ორივეს თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. პავარი ძალიან კარგად მუშაობდა, მაგრამ მეშინოდა, რომ კვარასთან დასწრებაზე თამაშის გამო მეორე ყვითელი არ მიეღო. ამის გამო, ის მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შევცვალე.

29 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, „ინტერი“ კი 76 ქულით კვლავ ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. სიმონე ინძაგის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 1 აპრილს საკუთარ მოედანზე „ემპოლისთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი გუნდით ვამაყობ. ინტერს მხოლოდ 10 წუთი მივეცით“ - კალცონა მატჩის შემდეგ
„ჩემი გუნდით ვამაყობ. ინტერს მხოლოდ 10 წუთი მივეცით“ - კალცონა მატჩის შემდეგ