მერაბ შარიქაძე, თორნიკე ჯალაღონია
Aa
Aa

პორტუგალიას 5 თვის წინ მოვუგეთ - შარიქაძის და ჯალაღონიას კომენტარები

რაგბი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ეროვნული გუნდი 36-10 დაამარცხა, დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე, ორივე გუნდის მხრიდან კომენტარები გაკეთდა. ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდის კორესპოდენტთან ბორჯღალოსნების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ ისაუბრეს, რომელიც მატჩის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს.

რა თქვა შარიქაძემ

პორტუგალიის ნაკრებს ჯერ კიდევ 5 თვის წინ მოვუგეთ. მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მათთან დასრულებული ფრე ჩვენთვის იმდენად მტკივნეული იყო, რომ მიზნად დავისახეთ მომდევნო შეხვედრაშივე დაგვემარცხებინა ისინი. მოხარული ვარ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და საჩემპიონო თასი კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ.

შედარებით უფრო მოკლე კომენტარი გააკეთა ჯალაღონიამ, რომელმაც სიხარული გამოთქვა ინდივიდუალური პრიზის მოპოვების გამო და თანაგუნდელებს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წარმატება მიულოცა.

ბორჯღალოსნების რიგებში ორი ლელო აკა ტაბუცაძემ დადომ, თითოჯერ კი მეტოქის ჩათვლის მოედანი ვანო კარკაძემ და მიხეილ ალანიამ აიღეს. ჯარიმები და გარდასახვები ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება პორტუგალიასთან | ბორჯღალოსნების ზედიზედ მე-7 და ისტორიაში მე-16 ტრიუმფი
გამარჯვება პორტუგალიასთან | ბორჯღალოსნების ზედიზედ მე-7 და ისტორიაში მე-16 ტრიუმფი