იტალიის სერია A-ს 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანე 91 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველი შემტევი საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, თუმცა, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. ფრანჩესკო კალცონამ კვარა 91-ე წუთზე შეცვალა.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
ანგარიში „ინტერმა“ 43-ე წუთზე, მატეო დარმიანის გოლით გახსნა და ტაიმი სიმონე ინძაგის გუნდმა მინიმალური სხვაობით მოიგო. მეორე ნახევარში „ნერაძურის“ კარში გოლი 81-ე წუთზე, ჟუან ჟეზუსმა გაიტანა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკას, ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა ქართველ შემტევს 7.0-ქულიანი შეფასება დაუწერა. ხვიჩაზე მაღალი მაჩვენებლები ამირ რაჰმანიმ - 7.1, მატეო პოლიტანომ - 7.5, ალექს მერეტმა - 7.6 და ჟუან ჟეზუსმა - 8.0 დააფიქსირეს. ხვიჩას 6-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და აქედან ორჯერ წარმატებული აღმოჩნდა, ბურთს 51-ჯერ შეეხო, 30 პასიდან 26 ზუსტად შეასრულა, აქედან 1 გამამწვავებელი პასი იყო. 14 პოზიციური დუელიდან 8 მოიგო, ბურთი 12-ჯერ დაკარგა, 4-ჯერ დაჯარიმდა და მეტოქეს ბურთი 2-ჯერ წაართვა.
29 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, „ინტერი“ კი 76 ქულით კვლავ ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.
ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ გამართავს. 30 მარტს „ნაპოლი„ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდება.