ილია თოფურია
Aa
Aa

ილია თოფურიამ ერთ-ერთი ბავშვის ოპერაცია დააფინანსა

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ საჩემპიონო ბრძოლის მოგებიდან აღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ბერი ანდრიას ფონდში“ გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბერი ანდრიას ფონდი“ ავრცელებს.

რა წერია განცხადებაში:

ჩვენი ფონდის მეგობრების გამარჯვება ყოველთვის გვახარებს! განსაკუთრებით, მაინც ჩვენი კეთილი ნების ელჩის გამარჯვებებით ვხარობთ! 

შავი ქამრის მფლობელმა ჯიუ-ჯიცუში, ორი ქვეყნის - საქართველოსა და ესპანეთის სასახელო სპორტსმენმა, ჩვენმა კეთილი ნების ელჩმა ილია თოფურიამ, საოცნებო გამარჯვებისთვის მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.

ილიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია, ჩვენი თინათინი ბერი ანდრიას დედას ყრმობის მეგობარია. ქალბატონი ინგა, მეუღლესთან ზაზა თოფურიასთან და  შვილებთან  ერთად, წლებია ევროპაში ცხოვრობს. მანძილი მეგობრობისთვის დაბრკოლება არ გახლავთ - ხშირად გვკითხულობს და საქართველოში ჩამოსული, აუცილებლად გვსტუმრობს.

კეთილი, ყურადღებიანი მშობლების აღზრდილი შვილის საქციელი არ გაგვკვირვებია, გვიხარია და გვეამაყება, რომ,  MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის  UFC პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, ჩვენი ფონდის  გამორჩეული კეთილი ნების ელჩია. მრავალი წარმატება ილიას!

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული 17 თებერვალს მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ლეგენდარული ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები