მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცი რეიმსთან დამარცხდა - მიქაუტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად „რეიმსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. ქართველ შემტევს გოლის გატანის შანსი ორჯერ ჰქონდა. მიქაუტაძე მეტოქის კარს ჯერ 55-ე წუთზე დაემუქრა, თუმცა, მისი შორეული დარტყმა „რეიმსის“ კარს მცირე მანძილით აცდა.

65-ე წუთზე კი ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი მიეცა, თუმცა, საჯარიმოში ხელსაყრელი პოზიდიიდან თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

მასპინძლებმა ანგარიში მე-3 წუთზე, დიაკიტეს გოლით გახსნეს. მე-14 წუთზე „მეცმა“ ატას გოლით წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში „რეიმსმა“ კიდევ ერთხელ შეძლო წინ გასვლა. თავი ამჯერად იტომ გამოიჩინა, დარჩენილ დროში კი მიქაუტაძის გუნდმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

26-ე ტურის შემდეგ მეცი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება და მე-15 ადგილოსან „ლორიენს“ 3 ქულით ჩამორჩება. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 მარტს, სტუმრად „მონაკოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები