ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

ვაისის ღირსეული ჟესტი - კაშია და კანკავა ნაკრებს ნაადრევად შეუერთდებიან

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, რომელიც ახლა ბრატისლავის „სლოვანს“ ამზადებს, ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთი ღირსეული ჟესტით დაამახსოვრა თავი. სლოვაკმა მწვრთნელმა ჩვენი ქვეყნის ნაკრების ახლანდელი და ყოფილი კაპიტნები, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა კლუბიდან ნაადრევად გაანთავისუფლა, რათა ისინი თბილისში დროულად ჩამოვიდნენ.

 რამდენიმე წუთში დაიწყება სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის 24-ე ტურის შეხვედრა, სადაც გათამაშების ლიდერი „სლოვანი“ „სპარტაკ ტრნავას“ უმასპინძლებს, ქართველი ლეგიონერები კი განაცხადში სწორედ ვაისის გადაწყვეტილების გამო არ არიან.

 110 სანაკრებო შეხვედრით გურამ კაშია საქართველოს ეროვნული გუნდის ყველა დროის რეკორდსმენია. ჯაბა კანკავას ანგარიშზე კი, რომელმაც ნაკრებში დაბრუნება სამწლიანი პაუზის შემდეგ გადაწყვიტა, 100 თამაშია და ხუთშაბათს მოედანზე გასვლის შემთხვევაში ლევან კობიაშვილის მიღწევას გააუმჯობესებს.

 საქართველო-ლუქსემბურგის უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი თბილისში „დინამო არენაზე“ 21 მარტს 21:00 საათზე დაიწყება. წარმატების შემთხვევაში კი ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი მიზანი გვაქვს - ევროპის ჩემპიონატზე თამაში“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
„ერთი მიზანი გვაქვს - ევროპის ჩემპიონატზე თამაში“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია