„იმედი მაქვს, ჩვენი პატარა ქვეყნის დიდი ისტორია დაიწერება“ - მოისწრაფიშვილი
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიცაკიო ეტაპის პლეი-ოფის მატჩებში წარმატება უსურვა.
რას წერს მოისწრაფიშვილი:
ხშირ შემთხვევაში გზა, რომლის გავლაც სასურველ მიზნამდე გვიწევს არ არის მარტივი. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა წარმატების მისაღწევად, როგორადაც არ უნდა გვესახებოდეს ის, გვჭირდება მიზანდასახულობა, მოთმინება, შრომისმოყვარეობა, ნებისყოფა და თავდაჯერებულობა. ვინც მიცნობს და თვალს მადევნებს იცის რა გზა გამოვიარე, იცის რას ნიშნავს ჩემთვის ფეხბურთი და რას ვაკეთებ იმისათვის, რომ ვასახელო ჩემი სამშობლო.
მოახლოებულ ისტორიულ მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ ჩემი ქვეყნის ნაკრებს, იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და დაიწერება ჩვენი პატარა ქვეყნის დიდი ისტორია.
მე კი ჩემს გულშემატკივრებს ვპირდები, რომ დავბრუნდები ძლიერი, ბევრი გოლითა და საინტერესო მომენტით საფეხბურთო სამყაროში, იმ ყველაფრით, რასაც ისინი ჩემგან ელოდებიან.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები პლეი-ოფის პირველ შეხვედრას 21 მარტს, „დინამო არენაზე“ ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი) დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია).