მიუნხენის ბაიერნი, ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

ახალი კონტრაქტი ჯამალ მუსიალას - მოლაპარაკება მალე დაიწყება

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მიუნხენის „ბაიერნი’’ ჯამალ მუსიალას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. მუსიალასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება მიუნხენელთა პრიორიტეტთა სიაშია. ბავარიელები წინადადებას ამზადებენ და უახლოეს თვეებში მოლაპარაკება დაიწყება.

მუსიალას მიმართ ინტერესს რამდენიმე დიდი ევროპული კლუბი იჩენს. აქედან გამომდინარე, „ბაიერნის’’ ინტერესი ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე ლოგიკურია. შემტევი სტილის ნახევარმცველს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.

21 წლის ჯამალ მუსიალა შტუტგარტშია დაბადებული, 2010-11 წლებში „საუთჰემპტონის’’ აკადემიის, 2011-19 წლებში კი „ჩელსის’’ აკადემიის მოთამაშე იყო. 2019 წელს „ბაიერნში’’ აღმოჩნდა და მას შემდეგ ამ კლუბის წევრია.

საინტერესოა რომ ჯამალს ინგლისის 15, 16, 17 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 2018 წელს გერმანიის 16-წლამდე ნაკრებში ორი შეხვედრა ჩაატარა. საბოლოოდ, არჩევანი გერმანიის სასარგებლოდ გააკეთა, 2021 წლიდან მოყოლებული გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 25 თამაშში 2 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ბუნდესლიგის 21 მატჩში მის ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე პასია. ჩემპიონთა ლიგის შვიდ შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები