ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

“გუნდს ბევრი უბედურებისგან ათავისუფლებს“ - ესპანური მედია მამარდაზე

გიორგი მამარდაშვილს შესანიშნავი სეზონი აქვს. ქართველი მეკარის კარგი თამაში MARCA-ს არ გამორჩა და სტატია მიუძღვნა.

რას წერს MARCA?

„გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ერთ-ერთი საყრდენია. მისი კარგი თამაში გადამწყვეტია და გუნდს ბევრი უბედურებისგან ათავისუფლებს. ქართველი მეკარის თამაშს „ღამურებისთვის“ ქულები მოაქვს. 23 წლის მეკარეს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს. მან მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა და ეს პირადი რეკორდია.

„ვალენსიას“ ლა ლიგაში „ვილიარეალთან“, „მალიორკასთან“, „გრანადასთან“, „ოსასუნასთან“, „ბეტისთან“, „ბარსელონასთან“, „ალავესთან“, „რაიო ვალეკანოსთან“, „სოსიედადთან“, „ჟირონასთან“ და „სელტასთან’ დარჩა მატჩები. უნდა ვივარაუდოთ, რომ გიორგი თავის შედეგს კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს.

მამარდაშვილი თავისი გუნდის ერთ-ერთი საკულტო მოთამაშეა. ის 2021/2022 წლების სეზონის პირველი დღიდან შეუფერხებლად თამაშობს. ქართველმა ლა ლიგაში ზედიზედ 65 მატჩი ჩაატარა. გიორგი ამბიციურია და მიღწეულ ბრწყინვალე სტატისტიკას გააუმჯობესებს.“

ცნობისთვის, „ჯვაროსნების“ კარის დარაჯი იმდენად კარგად თამაშობს, რომ მისი გადაბირებით პრემიერ ლიგის კლუბები არიან დაინტერესებული. საუბარი „ჩელსიზე“, „ტოტენჰემზე“ და „ნიუკასლზეა.“

ასევე გეტყვით, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამარდაშვილის თამაშს „ნიუკასლის“ წარმომადგენლები „ვალენსიას“ თამაშს დაესწრნენ. მაგალითად ავტორიტეტული გამოცემა The Times წერს, რომ გიორგის თამაში პირადად ედი ჰაუს მოეწონა და მისი გადაბირებით არის დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი „ღამურებში“ 2022 წელს გადაბარგდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 90 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თელავში ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა და სიკვდილს გადაურჩა
თელავში ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა და სიკვდილს გადაურჩა