ლიონელ მესი
Aa
Aa

არგენტინას ვერ დაეხმარება - მესი ტრავმირებულია

MLS-ის მორიგ ტურში „ინტერ მაიამიმ“ „დისი იუნაიტედი“ 3:1 დაამარცხა, თუმცა აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა ლეო მესიმ ვერ შეძლო.

ვეტერან ფეხბურთელს კუნთის ტრავმა აქვს და რეაბილიტაციის პროცესს გადის. მიმდინარე თვეში არგენტინის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ტრავმის გამო მესი მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი გასტონ ედული ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია ლეოს დაბრუნების თარიღი.

არგენტინა 23 მარტს ელ სალვადორს უმასპინძლებს, ხოლო 27 მარტს ასევე საკუთარ კედლებში კოსტა რიკას დაუპირისპირდება.

რაც შეეხება მესის, ვეტერანმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ინტერ მაიამი“ კი „დისი იუნაიტედთან“ გამარჯვების შემდეგ, 10 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი გახდა. აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა ლუის სუარესმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა: “ბელინგემის გავლენა აშკარაა, რეალი წელს განსხვავებულია“
გუარდიოლა: “ბელინგემის გავლენა აშკარაა, რეალი წელს განსხვავებულია“