სუარესის ბენეფისი - ინტერ მაიამის მნიშვნელოვანი გამარჯვება
MLS-ის მორიგ ტურში „ინტერ მაიამი“ „დისი იუნაიტედს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:1 დაამარცხა. გულშემატკივრებმა მხიარული დაპირისპირება იხილეს. გუნდებმა უამრავი მომენტი შექმნეს.
აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ლეო მესი ვერ იღებდა. სათადარიგოთა სკამზე დარჩა ლუის სუარესი, რომელიც შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო.
პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. ურუგვაელი თავდამსხმელი მინდორზე 62-ე წუთზე გამოჩნდა და ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
ვეტერანმა შემტევმა 72-ე წუთზე კამპანას პასი გამოიყენა და „ინტერ მაიამი“ წინ გაიყვანა. 85-ე წუთზე კი კვლავ სუარესმა გაისროლა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ლუისმა ყველა ტურნირზე ერთად მეექვსე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. რაც შეეხება დევიდ ბექჰემის გუნდს, „ინტერ მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.