პეპ გუარდიოლა, მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

გუარდიოლა: “ბელინგემის გავლენა აშკარაა, რეალი წელს განსხვავებულია“

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა და „სამეფო კლუბიდან“ ჯუდ ბელინგემი გამოყო.

რა თქვა პეპმა?

„ბელინგემის გავლენა მასიურია. დღევანდელი „რეალი“ გასული სეზონისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ჯუდის გავლენა აშკარაა. უნდა დავფიქრდეთ და მივხვდეთ რა გავაკეთოთ მის გასაკონტროლებლად. მადრიდის „რეალთან“ თამაში ყოველთვის რთული გამოწვევაა და ამას ვერავინ უარყოფს.

ანჩელოტის გამორჩეული კლუბი ჰყავს და ჩემპიონთა ლიგაზე წარსულში მიღებული გამოცდილებით ბევრი რამის გაკონტროლება შეუძლია. როგორც გასულ სეზონში, წელსაც ორივე გუნდს ექნება საკმარისი მომენტები. მადრიდში დადებითი შედეგის დაფიქსირებას ვეცდები, ხოლო საქმეს ბოლომდე მანჩესტერში მივიყვანთ.“

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ და „სიტი“ გასულ 2 სეზონში ნახევარფინალურ სტადიაზე შეხვდნენ ერთმანეთს. 2021/2022 წლების სეზონში ფინალში „ბლანკოსი“ გავიდა, ხოლო წინა სეზონში „სიტი“.

სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ინგლისში „ქალაქელებმა“ მადრიდელებს 4:0 გადაურბინეს. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 9 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსას ჯეკპოტი დაეცა? არაბები რაფინიაში 80 მილიონზე მეტს იხდიან
ბარსას ჯეკპოტი დაეცა? არაბები რაფინიაში 80 მილიონზე მეტს იხდიან