7 წუთი ტორინოსთან - საზონოვის მე-12 მატჩი სერია ა-ში
სერია ა-ს მორიგ ტურში „ტორნიო“ „უდინეზეს“ ესტუმრა და მარტივად 2:0 დაამარცხა. სამწუხაროდ, საბა საზონოვი კვლავ ვერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში.
მიუხედავად ამისა, ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მაინც ვიხილეთ. „ჯვაროსნების“ უკანახაზელი მატჩში 83-ე წუთზე ბონჯორნოს ნაცვლად ჩაერთო. საბა საკმაოდ მონდომებული იყო და 87-ე წუთზე უხეში თამაშის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.
ჯამში ქართველ ფეხბურთელს ცუდად არ უთამაშია და ბოძებული წუთებიც ნაყოფიერად გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ საბამ მიმდინარე სეზონის სერია ა-ში მე-12 მატჩი ჩაატარა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში 2-ჯერ მოხვდა.
რაც შეეხება „ტორინოს“, ტურინული კლუბი ამ გამარჯვების შემდეგ, სატურნირო ცხრილში 41 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში იურიჩის შეგირდები „მონცას“ უმასპინძლებენ. აღნიშნული დაპირისპირება 30 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.