“2024 წელს ყველაზე პრინციპული დაპირისპირებაა“ - შარიქაძე პორტუგალიასთან მატჩზე
როგორც მოგეხსენებათ, რაგბი ევროპის ფინალში საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ფოტოსესია შედგა და მერაბ შარიქაძემ კომენტარი გააკეთა.
ცნობისთვის, „ბორჯღალოსნებს“ ტრავმის გამო მირიან მოდებაძე ვერ ეხმარება და მის ნაცვლად ადგილს დავით ნინიაშვილი დაიკავებს.
შეგახსენებთ, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ბოლოს ერთმანეთს 2023 წლის მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ და თამაში ფრედ, 18-18 დასრულდა. მატჩი მომდევნო დაპირისპირება 17 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.
განაცხადი:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).