რაფინია დიასი
Aa
Aa

ბარსას ჯეკპოტი დაეცა? არაბები რაფინიაში 80 მილიონზე მეტს იხდიან

რაფინიამ შესაძლოა „ბარსელონა“ დატოვოს. ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენის სურვილს საუდის არაბეთის 4 კლუბი გამოთქვამს.

ესპანური Sport-ის ცნობით, საუდელები რაფინიას სანაცვლოდ 80 მილიონზე უფრო მეტის გადასახდელად მზად არიან, რაც ფინანსურ კრიზისში მყოფი „ბლაუგრანასთვის“ მიმზიდველი წინადადებაა.

წყარო წერს, რომ „ბარსამ“ საუდელებს თავდაპირველ შეთავაზებაზე უარი უთხრა და 80 მილიონი მოითხოვა, ამჯერად წინადადება ყოველ მხრივ მისაღებია, რადგან ის კატალონიელთა მიერ მოთხოვნილ რაოდენობაზე მეტია.

„ბლაუგრანა“ ჯერჯერობით ოფიციალური პასუხისგან თავს იკავებს, რადგან სეზონი გადამწყვეტ ფაზაშია და გუნდში არეულობის შეტანა არ სურს.

ბრაზილიელი გარემარბით „ალ-ჰილალი“, „ალ-ნასრი“, „ალ-იტიჰადი“ და „ალ-აჰლი“ ინტერესდება. თავად ფეხბურთელს „ბარსელონას“ დატოვება არ სურს, მაგრამ შესაძლოა კლუბმა მისი გაყიდვა განიხილოს, რადგან რაფინიას სანაცვლოდ გადახდილი თანხა მათ ბევრ პრობლემას მოაგვარებს.

„ბარსას“ ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე დიდი გეგმები აქვს და საამისოდ მინიმუმ 2 მნიშვნელოვანი გაყიდვის დაფიქსირება მოუწევს. რაფინია კი უდიდესი ალბათობით ამ ორიდან ერთ-ერთი იქნება.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში რაფინიამ 20 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამარხული “უკანასკნელი მოჰიკანები“ - რატომ გაქრა ფეხბურთიდან 10 ნომერი?
დამარხული “უკანასკნელი მოჰიკანები“ - რატომ გაქრა ფეხბურთიდან 10 ნომერი?