ნახევარფინალში წააგო - ბასილაშვილი ესპანეთის ტურნირს დაემშვიდობა
ITF-ის ეგიდით, ესპანეთში საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებდა მონაწილეობას.
ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში გავიდა და ჯილ ჰასის დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ნიკოლოზი 2 სეტში 4:6 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
აღსანიშნავია, რომ პირველი სეტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. ბასილაშვილს 5 ბრეიკ პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერცერთი ვერ გამოიყენა. საკუთარი ჩაწოდება კი იმ დროს წააგო, როცა ანგარიში 4:5 იყო.
მეორე სეტი კი ქართველისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. ბასილაშვილმა საკუთარი 2 ჩაწოდება წააგო და მეტოქის ჩაწოდების დროს არცერთი ბრეიკ პოინტი არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალამდე ნიკოლოზმა ვალარტი 6:3 6:3, კალეხონი 6:4 6:2 და კნაფი 6:0 6:1 დაამარცხა.
ასევე გეტყვით, ბასილაშვილი საქართველოს პირველი ნომერი აღარ არის. ახლა პირველ პოზიციას საბა ფურცელაძე იკავებს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შარმ ელშეიხის ტურნირი მოიგო.