UFC, მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, დენა უაითი
Aa
Aa

დვალიშვილი: დენა უაითმა მითხრა, რომ საჩემპიონო ბრძოლა ჩემია

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონით დივიზიონის ჩემპიონობის N1 პრეტენდენტი მერაბ დვალიშვილი TMZ Sports-თან საუბრისას ამბობს, რომ დენა უაითმა (UFC-ის პრეზიდენტი) მას საჩემპიონო ბრძოლის მიღება დაუდასტურა.

„დენა უაითს მცირე ხნით ვესაუბრე და მან მითხრა, რომ მომდევნო მე ვარ. დიახ, მან ასე მითხრა. ყველამ ვიცით, რომ შემდეგი მე ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ შონთან მომდევნო ბრძოლა ჩემი იქნება.

შონის მხრიდან ძალიან დიდი სისულელე იყო, როდესაც მე არ გამომიწვია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბრძოლა შედგება“.

TMZ Sports-ი წერს, რომ მიუხედავად ომალის მხრიდან გამოჩენილი უპატივცემულობისა, დვალიშვილი მის მიმართ პატივისცემას მაინც ინარჩუნებს.

„მე შონს დიდ პატივს ვცემ, როგორც მებრძოლს. ის შესანიშნავია. მასთან დაპირისპირებას ვუყურებ როგორც დიდ გამოწვევას. მასთან ბრძოლა 2018 წლიდან მინდოდა, რადგან ვხედავდი, რომ ეს დიდი გამოწვევა იყო. ომალი მაღალია, სწრაფია, ნოკაუტის ძალა შესწევს. ფეხითაც კარგად მუშაობს.

ეს ჩემთვის რთული ბრძოლა იქნება. ამას არ აღვიქვამ, როგორც მარტივ დაპირისპირებას. მე მზად ვარ ეს მივიღო“.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალიმ 15 მარტს მერაბ დვალიშვილის გამოწვევა მიიღო, თუმცა „მანქანას“ მიმართ მისი შიში კვლავ აშკარაა, რადგან მან ბრძოლის თარიღად 2025 წელი დაასახელა, რაც MMA-ს სამყაროში არასერიოზულად მიიღეს და უმრავლესობა ამ ფაქტს სიცილით შეხვდა. ძალიან მკაფიოა, რომ ჩემპიონი დროს წელავს, რათა მერაბის წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლა მაქსიმალურად გადაავადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეუჩერებელია, ნამდვილი სამურავია - UFC-ის ლეგენდა დვალიშვილზე
შეუჩერებელია, ნამდვილი სამურავია - UFC-ის ლეგენდა დვალიშვილზე