შონ დაიჩი, ჯეიმს ტარკოვსკი, ნათან პატერსონი
Aa
Aa

ჩხუბი ევერტონში - საქმეში კაპიტანი ჩაერია

„ევერტონის“ ფეხბურთელს ნათან პატერსონსა და მთავარ მწვრთნელ შონ დაიჩს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა. ლივერპულის კლუბმა რამდენიმედღიანი საწვრთნელი შეკრება პორტუგალიის კურორტ კინტა-დუ-ლაგო ალგავრეში გაიარა და ინციდენტს ადგილი სწორედ იქ ქონდა.

 ერთ-ერთი ვახშმის დროს, დაიჩმა მთელი გუნდის თვალწინ პატერსონს რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შოტლანდიელ მარჯვენა მცველს არ მოეწონა და მწვრთნელისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ საქმეში გუნდის კაპიტანი ჯეიმს ტარკოვსკი ჩაერია. ის დაიჩს ცალკე დაელაპარაკა, რის შემდეგაც მწვრთნელმა პატერსონს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

 წლევანდელ სეზონში „ევერტონი“ საკმაოდ მძიმე სიტუაციაშია და გარდა იმისა, რომ კლუბს სხვადასხვა დარღვევების გამო 6 ქულა აქვს დაკლებული, მერსისაიდელებს 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ, რის გამოც გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებენ. მომდევნო შეხვედრას ლივერპულელები სანაკრებო პაუზის შემდეგ, 30 მარტს სტუმრად „ბორნმუთთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევერტონის აპელაციამ შედეგი გამოიღო | ათის ნაცვლად ექვსი ქულა დააკლდათ
ევერტონის აპელაციამ შედეგი გამოიღო | ათის ნაცვლად ექვსი ქულა დააკლდათ