როდის დაბრუნდება ნეიმარი? ბრაზილიის ნაკრების ექიმის განცხადება
უკვე მეხუთე თვეა ნეიმარი მძიმე ტრავმას მკურნალობს, რის გამოც „ალ ჰილალსა“ და ბრაზილიის ნაკრებს მის გარეშე უწევს თამაში. ამ დრომდე მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პრესასთან კომენტარი არ კეთდებოდა, თუმცა დუმილი ბრაზილიის ეროვნული გუნდის ექიმმა როდრიგო ლასმარმა დაარღვია და 32 წლის მოთამაშის დაბრუნების თარიღზე ისაუბრა
რა თქვა ნეიმარის ექიმმა
ჯერ სარეაბილიტაციოს კურსის ნახევარიც არ გაგვივლია. როდესაც ფიზიოთერაპიის 10-თვიან პროცედურას დავასრულებთ, მხოლოდ მაშინ შემეძლება ნეიმარის მოედანზე დაბრუნებაზე საუბარი. ეს კი ივლისში, ან აგვისტოში მოხდება.
მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა ნეიმარმა 2023 წლის 18 ოქტომბერს ბრაზილია-ურუგვაის მატჩის დროს მიიღო, სადაც მისი თანაგუნდელები 0-2 დამარცხდნენ. მძიმე დაზიანების გამო წლევანდელ სეზონში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მხოლოდ ხუთ შეხვედრაში ითამაშა და მის ანგარიშზე ერთ გოლთან ერთად, სამი საგოლე პასია.