ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

ჩვენთან უნიჭიერესი ქართველი ჩამოვიდა - ლატვიელები ოდიშარიას აქებენ

ლაშა ოდიშარია „დინამო თბილისიდან“ ლატვიის „რიგასში“ ორი თვის წინ გადავიდა, თუმცა როგორც ჩანს უმაღლეს დონეზე ასპარეზობით ადგილობრივ გულშემატკივრებსა და პრესის წარმომადგენლებზე დადებითი შთაბეჭდილება უკვე მოახდინა. რამდენიმე გამოცემამ 21 წლის ნახევარმცველი ასე დაახასიათა

რას წერს ლატვიური პრესა ოდიშარიაზე

ლაშას მთავარი პლუსი მარცხენა ფეხით კარგი თამაშია. ის ყველაზე ხშირად მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობს და ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატისთვის კარგია, რომ მისნაირმა უნიჭიერესი ფეხბურთელმა არჩევანი „რიგასზე“ შეაჩერა. კლუბთან 3+1 სისტემით კონტრაქტი გააფორმა და თუ დიდხანს დარჩება ჩვენთან, ეს როგორც ლიგისთვის, ასევე გუნდისთვის სასარგებლო იქნება.

 ოდიშარია „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. გასულ სეზონში მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გამართულ 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2023 წელს კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 5 შეხვედრაში ითამაშა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თურქეთი და გიბრალტარი - ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობლია
თურქეთი და გიბრალტარი - ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობლია