ამხანაგური მატჩი | საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, EHF-ის კვირეულის ფარგლებში, მონტენეგროსთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. ტიტე კალანდაძის გუნდმა პოდგორიცაში ითამაშა და მატჩი მასპინძელი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
მონტენეგრომ კარგად დაიწყო და 8:2 დაწინაურდა. ქართველებმა ჩამორჩენა 3 ბურთამდე დაიყვანეს, თუმცა, ტაიმის მიწურულს მეტოქე გაიქცა და პირველი ნახევარი 19:11 მოიგო. მასპინძლები მეორე ტაიმშიც უკეთესები იყვნენ და საბოლოოდ, 34:20 იმარჯვეს.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები EHF კვირეულის ფარგლებში მეორე შეხვედრასაც გამართავს. ხვალ თბილისის დროით, 17:00-ზე კვლავ მონტენეგროს დავუპირისპირდებით, რომელიც ძლიერი ნაკრებია და ევროპის ჩემპიონატზე მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზურაბ ცინცაძე („აზოტი პუვავი“, პოლონეთი); დავით ნიქაბაძე („სარასტოვი“, რუსეთი)
მოედნის მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი („პუენტე ხენილი“, ესპანეთი), ირაკლი კბილაშვილი („პოტაისა ტურდა“, რუმინეთი), გიორგი დიხამინჯია („ლოვოსიცე“, ჩეხეთი), ხაზეინ რუსტამოვი („ისკრა ბუგოჯნო“, ბოსნია-ჰერცეგოვინა), ზურაბ გოგავა („კოტბუსი“, გერმანია), გიორგი არეშიძე („ტიმიშოარა“, რუმინეთი), გიგა მელიავა („პროლეტერი“, სერბეთი), გიორგი გრიშიკაშვილი („დიომიდისი“, საბერძნეთი), ვახტანგ ხელისუფალი („სამტრედია“, საქართველო), გიორგი ახალბედაშვილი („პანელინიოსი“, საბერძნეთი), ირაკლი გოგოლაძე (ბსბ, საქართველო), ზურიკო სიმონია („ქუთაისი 2015“, საქართველო), გიორგი ლაპიაშვილი (ბსბ, საქართველო), დავით გრიშიკაშვილი („პეგასი“, საქართველო).