ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ფაბიო რავეცანი
Aa
Aa

დარჩება თუ არა კვარაცხელია? დე ლაურენტისს ერთ რჩევას მივცემდი

„ინტერი“ – “ნაპოლის“ მატჩის წინ „ტელელომბარდიის“ დირექტორმა ფაბიო რავეცანიმ ორივე გუნდისა და მათი ლიდერების შესახებ ისაუბრა. ბუნებრივია შეეხო ხვიჩა კვარაცხელიასაც - გადაცემის წამყვანმა რავეცანის ქართველი ფეხბურთელის თამაშზე უფრო მეტად, მის მომავალზე ჰკითხა.

რა თქვა რავეცანიმ

დარჩება თუ არა კვარაცხელია? აურელიო დე ლაურენტისს ვურჩევდი დააფასოს დიდი ფეხბურთელები და სეზონის მიმდინარეობისას დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეოროს. სკუდეტოს მოგების შემდეგ ის ისეთ ეიფორიაში ჩავარდა, საიდანაც დღემდე ვერ გამოსულა.

რავეცანიმ ასევე ყურადღება გაამახვილა ფრანჩესკო კალცონას ფაქტორზე, რომლის მისვლის შემდეგაც გუნდის შიდა სამზარეულოში ყველაფერი მოგვარდა. ის ასევე შეეხო იტალიის ჩემპიონატის დონეს და სერია A სხვა წამყვანი ევროპული ტოპ-ლიგების ქვეკატეგორიად დაასახელა.

 „ინტერი“ – „ნაპოლის“ შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება და ოცდარვა ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერი ნერიაძური პარტენოპეის 31 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას დააკვირდნენ | სიტის სკაუტი ბარსელონა-ნაპოლის მატჩს დაესწრო
კვარას დააკვირდნენ | სიტის სკაუტი ბარსელონა-ნაპოლის მატჩს დაესწრო